ქართული წარმოებაRSS კატეგორიაბანკებიდღის სიახლეები

„კანის ლომების“ შედეგები ცნობილია

0
გაზიარება

„თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება. ფესტივალში მონაწილეობდნენ 30 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიულ სფეროში საქმიანობენ.

გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას, 5 მაისს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცემ უმასპინძლა. წელს, ჟიურიმ 12 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ჯილდოები გადაეცათ.

„კანის ლომების“ ოქროს ჯილდოს მფლობელები 4 კატეგორიაში გახდნენ:

მარკეტერი – საბა მიქაია და ქეთო შურღაია, TBC
დიჯიტალი – ლუკა მახარობლიშვილი, სოფო ივანიშვილი, Windfor’s
ფილმი – გიორგი ხუბულური, DAVE, Redberry
პრინტი – ქეთი ყიფშიძე, ბაიკო ფირცხალაიშვილი, Leavingstone

„კანის ლომების“ ოქროს ჯილდოს მფლობელი გამარჯვებული გუნდები კანის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

დაჯილდოების ფარგლებში, უკვე მეორედ გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის. 2019 წელს ჯილდო Windfor’s Georgia-ს დამფუძნებელს და კრეატიულ დირექტორს – ვატო ქავთავარაძეს გადაეცა. 2022-ში ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს, Leavingstone-ის თანადამფუძნებელს და შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელს, გადაეცა.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!