დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

0
გაზიარება

ბუსტერი – ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს.

პროცედურის გაკეთება შესაძლებელი ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრში პროფესიონალ ნინო ნათენაძის მიერ

ბუსტერების უმრავლესობა ჰიალურონის მჟავას სხვადასხვა კონცენტრაციას შეიცავს. სწორედ ჰიალურონის მჟავა არის დატენიანების და ახალგაზრდობის გასაღები, ჰიალირონის მჟავა ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად ისედაც გამომუშავდება, თუმცა ასაკთან ერთად 25-30 წლის ასაკიდან მისი კონცენტრაცია ნელნელა მცირდება, კანი შრება და იწყება დაბერების პროცესი. ამიტომ სწორედ მისი შეყვანა კანის ფენებში უზრუნველყოფს ტურგორის აღდგენას, კანის დატენიანებას, მის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას.

მრავალი სახის ბუსტერი არსებობს, ყველას თავისი დანიშნულება აქვს რის გამოც პაციენტებს განსაკუთრებით უჭირთ აირჩიონ თუ რომელია მათთვის საჭირო.

cutegel- ეს არის დამატენიანებელი ბუსტერი, რომელიც ღრმად აღწევს კანის შრეებში, უზრუნველყოფს მათ სტრუქტურულ დატენიანებას და აღადგენს ელასტიურობას. მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა  წყლის მოლეკულების მიერთების ხარჯზე ატენიანებს კანს და ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას.  cutegel ბუსტერი უზრუნველყოფს

სახის ერთ ფერში მოყვანასა და ლაქების გაქრობას.

დატენიანების ფონზე აღდგება კანის ტურგორი გვაქვს ლიფტინგ ეფექტი და სწორდება  მცირე მიმიკური ნაოჭები.

მისი გამოყენება შეიძლება როგორც სახის, ასევე ყელის, დეკოლტესა და მტევნების მიდამოში.

viscoderm hydrobooster-შეიცავს სტაბილოზებულ ჰიალურონის მჟავას რომელსაც ორმაგი მოქმედება ახასიათებს.  ის ღრმა დატენიანებასთან ერთად ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის დაბერების პროცესს.

1- პრეპარატი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ელასტიურობის აღდგენას და ერთ ფერში მოყვანას. ის არ საჭიროებს განმეორებით ინექციას, მისი უნიკალური ფორმულის საშუალებით კანში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს წარმოქმნის პროცესები(რესტრუქტურიზაცია) რაც ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას და გაახალგაზრდავებას

2- კანის ლიფტინგი და ნაოჭების გასწორება- დაბერების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნიშნად ითვლება კანის ქსოვილების დათხელება რაც განსაკუთრებით გამოიხატება მიმიკური კუნთების მუშაობის დროს. დეჰიდრატაციასთან ერთად ეს ნაოჭები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. Viscoder hydrobooster- სწორედ ამ ნიშნებს ებრძვის ატენიანებს რა კანს ასევე უზრუნველყოფს ამ ნაოჭების გასწორებას.

Juvéderm VOLITE Skin Boosters- იუვიდერმი უზრუნველყოფს კანის ხარისხის გაუმჯობესებას. ეფექტურია, როგორც მკურნალობის, ასევე პრევენციის მიზნით, მათთვის ვისაც აქვს გამომშრალი სახის კანი და მიდრეკილია ნაოჭებისაკენ. ამ ბუსტერის ეფექტურობა მის უნიკალურ ქიმიურ შენებაშია. ის შეიცავს როგორც დაბალმოლეკულურ ასევე მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას.  რაც დიდი ხნის კანმავლობაში ინარჩუნებს შედეგს. Juvéderm VOLITE Skin Boosters ძირითადი დანიშნულება არის კანის ხანგრძლივო გაჯანსაღება, ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ღრმად ატენიანებს, ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებს და აძლევს სახეს უფრო ჯანსაღ და ახალგაღდა იერს.

პროცედურები განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულზე, ზამთრის შემდეგ, ვინაირად სიცივეში ვერ ხერხდება კანის დატენიანება, ამ დროს კანი ხდება გამომშრალი, უსიცოცხლო, არაერთგვაროვანი, და ზაფხულის შემდეგ- ზაფხულში დიდი რაოდენობით წყლის აორთქლება ხდება კანიდან, მისი დამცველობითი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ტენის შენარჩუნებას, ასევე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც პირდაპირ ააქტიურებენ დაბერების პროცესს ხდება კანის დაზიანება. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებელია კანის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებაზე ვიზრუნოთ დამატებითი საშუალებებით რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სწორედ ბუსტერია.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!