საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეები

კარლოს სმილი-მსოფლიოს დამპყრობელი

0
გაზიარება

1953 წელს გარდაიცვალა კარლოს სლიმის მამა-ხულიან სლიმი.იმ დროს მომავალი მილიარდელი 13 წლის იყო და მამის სიკვდილი მისთვის მეტისმეტად დიდი ელდა აღმოჩნდა.

1961 წელს კარლოსმა მეხიკოს ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინერის დიპლომი მიიღო, ის უნივერსიტეტში სწავლის ფულს თავად იხდიდა, საკმაოდ ორიგინალური გზით: სწავლის პარალელურად,იმავე სასწავლებელში კითხულობდა მათემათიკის ლექციებს.მომავალ მილიარდელს საკუთარი პროფესიით არც უმუშავია. მან კვლავ მექსიკისა და ნიუ-ორკის საფონდო ბირჟბს მიაშურა,ხოლო იქ გამომუშვებული ფული მოგვიანებით ტელესაკომუნიკაციო ბიზნესს მოახმარა, ანუ იმ ბაზრის განვითარებას,რომლის წყალობითად მრავალმილიარდელი ქონების დიდი ნაწილი შეიძინა.

1965 წელს 25 წლის სლიმი თავისი მომავალი იმპერიის GRUPO CARSO-ს შენებას შეუდგა.1966 წელს მრავალი უძრავი ქონების სააგენტო დააფუძნა-Inmobiliaria Carso.სასტარტო კაპიტალიც სლიმ ულსომ სწორედ ამ სააგენტოს წყალობით დაგროვა და სულ მალე ქონება მის ბიზნესს ძალიად წაადგა. ძნელი წარმოსადეგია, მაგრამ 25 წლის ასაკში მისი ქონება უკვე 40 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მან 1966 წლიდან 1980 წლამდე კიდევ რამდენიმე კომპანია დააარსა,პარალელურად კი რამდენიმე მსხვილი საწარმოც შეიძინა.

1982 წელს მექსიკაში ფინანსური კრიზისი დაიწყო-ქვეყანა ვალების გადახდას ვეღარ აუდიოდა.ინვესტორები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებდნენ ქვეყანას და საკუთარი რესურსებიც გაჰქონდათ. წამყვანი კომპანიების აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა და ამით შესანიშნავად ისარგებ;ა კარლოს ეკუმ-ფაქტობრივად,უფასოდ იძენდა ახალ-ახალ კომპანიებს საკუთარი იმპერიისთვის,შედეგად კი ის მექსიკის ყველაზე წარმატებული ადამიანი გახდა.1990-იანი წლების დასაწყისში კარლოს სლიმის Carso Group-ის შემადგენლობაში შედიოდა:სამთოდამუშავებული,მეტალურგიული და ქიმიური სამრეწველო საწარმოები, ასევე-საბანკო, სავაჭრო და სასტუმრო ბიზნესი.

ფაქტია,მექსისკის კრიზისმა კარლოს სლიმ ელუს ახალი ჰორიზონტი გაუხსნა და მისთვის აღმავლობის განმსზღვრელი აღმოჩნდა.

1990-იანი წლების დასაწყისში კარლოსმა მასშტაბური გარიგება გაჩარხა და ქვეყნის უმსხვილესი მონოპოლისტი,ტელესაკომუნიკაციო კომპანია Temlex-ი შეიძინა. ამგვარი გარიგება, ერთი შეხედვით დიდად შთამბეჭდავი არ არის,მაგრამ გარიგების საფინანსო დეტალების გაცნობა უეჭველად გაგოცებთ. საქმე ის გახლავთ,რომ კარლოსმა ეს კომპანია 2 მილიარდ დოლარად შეიძინა,არადა,იგი იმ პერიოდში 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.ამ გარიგებას მასშტაბური საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.საქმეების გარჩევამ მასობრივი ხასიათი მიიღო და მასში უმაღლესი რანგის მოხელეები და ქვეყნის პრეზიდენტიც კი ჩაერივნენ,მაგრამ გარჩევებს შედეგი არ მოჰყოლია,რადგან გონიერ ბიზნესმენს მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ საიმედო და გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავდა.

კარლოსმა მალე საერთაშორო ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა,რადგან მიხვდა,რომ მის ბიზნესს მხოლოდ მექსიკის მასშტაბები ვერ დააკმაყოფილებდა. Grupo Carso მსოფლიოს წინაშე წარდგა და ამით სახალხო კომპანიად იქცა-მან თავისი აქციები IPO-ზე განათავსა.

2000 წლიდან 2007 წლამდე კარლოს სლიმმა ლათინური ამერიკის ტელესაკომუნიკაციო კომპანიების შეძენა განარძო და იყიდა კიდეც ამ სფეროში ბრაზილიის,პერუს,ჰონდურასის,არგენტინის,კოლუმბიისა და სალვადორის აქტივები.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!