ბიზნესიეკონომიკაქართული წარმოება

“ქართული აგროპროდუქტის” ხილის პიურეს ექსპორტით იტალია და პოლონეთი დაინტერესდა

0
გაზიარება

“ქართული აგროპროდუქტის” ხილის პიურეებზე მოთხოვნა დიდია. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მხოლოდ გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 150 ტონა გადამუშავებული ხილი მხოლოდ საქართველოში გაყიდეს.

გიორგი ახალაძის თქმით, პიურეს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და კომპანიას ამ დროისთვის მოლაპარაკება აქვს იტალიელებთან და პოლონელებთან. “ველოდებით იტალიელების ჩამოსვლას. პოლონელები უკვე იყვნენ და დააგემოვნეს ჩვენი პროდუქტი, რომელიც ძალიან მოეწონათ და დიდი იმედი გვაქვს შედგება ჩვენი თანამშრომლობა. მათი ძირითადი ინტერესი ვაშლი და ატამია. უკვე დავიწყეთ ნედლეულის გადამუშვებაც.

აქამდე ექსპორტს ვახორციელებდით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, თუმცა ომის ფონზე ეს პროცესი შეჩერებულია. საკმაოდ გართულებულია ლოგისტიკა და ზუსტად როდის გავაგრძელებთ უკრაინაში ექსპორტს უცნობია,” – აცხადებს გიორგი ახალაძე.

პიურე 220 ლიტრიან შეფუთვებშია, რომელიც ინდუსტრიული წარმოებისთვისაა გათვლილი. პროდუქტი ასევე განკუთვნილია ყველა მწარმოებელისთვის, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად ხილს იყენებს.

მსგავსი სიახლეები

მარანი “ბეროზას ღვინო” – ორ საუკუნოვანი ისტორია და უცვლელი ხარისხი

მარანი “ბეროზას ღვინო”კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში  მდებარეობს, რომლის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. მარანი ვიზიტორებს 2010 წლიდან…

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!