ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მედია ჰოლგინგ “ბიზნეს მედია მენეჯმენტის” ინიციატივით ახალი – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის დამფუძნებელი მაია ტატულაშვილია.
ასოციაციის მთავარ ამოცანას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.
მედია ჰოლდინგი “ბიზნეს მედია მენეჯმენტი” აერთიანებს ტელევიზიასა და ონლაინ მედია პლატფორმებს, როგორიც არის : TV მონიტორინგი, GeobusinessNews.com, Salenews.ge, Geosportnews.ge და რეგიონალური საინფორმაციო ვებ-საიტები მთელი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ Geobusinessnews.com ორ ენოვანია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლებისთვის.
წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით კომპანიები შეძლებენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით და გაზარდონ არა მხოლოდ ბრენდის პოპულარობა, არამედ წარმატებას მიაღწიონ
მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
ასევე, ასოციაცია იზრუნებს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე უფასო სემინარებისა და კონფერენციების საშუალებით.