ქართული ღვინის გილდია პერმანენტულად ახორციელებს ტრენინგებს შემდეგ აქტუალური თემატიკებზე:
- „ბიომევენახეობა, ბიომეღვინეობა და სერტიფიცირების პროცესი” – ლექტორი – ზურაბ ნადარეიშვილი;
- „მეღვინეობის რეგულირება და ღვინის სერტიფიცირება“- ლექტორი – გიორგი ლაშქარაშვილი;
- „ღვინის ბრენდინგისა და მარკეტინგის საფუძვლები“ – ლექტორი – ირაკლი ჩოლობარგია;
- „მევენახეობა“ – ლექტორი – ლევან უჯმაჯურიძე.
ტრენინგის ჩატარების თარიღების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სიახლეების გრაფაში.
ტრენინგ კურსების დასრულების შემდგომ სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
ტრენინგ-კურსის დაკვეთა მიზნობრივი ჯგუფისათვის:
დაინტერესების შემთხვევაში, ქართული ღვინის გილდიის კვალიფიციური გუნდი განახორციელებს ზემო აღნიშნულ და თქვენს საჭიროებაზე მორგებულ სხვა ტრენინგ კურსებს. დაკვეთის შემთხვევაში, ტრენინგ კურსის პროგრამის შინაარსი, ხანგძლივობა და სხვა პირობები თანხმდება ორგანიზატორთან.
კონკრეტული კურსის შეკვეთა შესაძლებელია მინიმუმ 7 კაციანი ჯგუფისათვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ტრენინგ დაკვეთა შესაძლებელია რუსულ და ინგლისურ ენებზე.