დღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

ქართული კომპანიები ევროკავშირის ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ

0
გაზიარება

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას.

ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250,000-მდე სუბიექტი (მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია) დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს. ევროკომისიის ცნობით, უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი.

საგულისხმოა, რომ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული, თუმცა აქამდე ქვეყანას სამართლებრივად ჰქონდა შეზღუდული ტენდერებში მონაწილეობის უფლება.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში.

ეს მოვლენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს“, – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!