საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

Kass Group-ი წალკაში აკვაპარკის აშენებას გეგმავს

0
გაზიარება

წალკაში, დაშბაშის კანიონის მიმდებარედ, ისრაელური ინვესტიციით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვაპარკი მოეწყობა – Kass Group-ის მიერ დაგეგმილი ეს სიახლე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„240 მეტრის შუშის ხიდის მშენებლობა, რომლის შუაგულში დაკიდულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, სრულად 2022 წლისთვის დასრულდება და ამ საოცარ ნაგებობას ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესების წიგნში ვიხილავთ.

ასევე, ეს ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ ნაწილია. რამდენიმემილიონი ლარის ინვესტიციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას გეგმავს და დამატებით 200 ვილაც აშენდება. ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი მიზანი წალკის მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად ქცევაა“, – განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

დღეს ისრაეულურმა კომპანია Kass Land-მა საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა და შუშის ხიდი ოფიციალურად გახსნა. 120 მლნ ლარის ღირებულების ეკოტურისტული სივრცე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, რესტორანს, “ზიპლაინს” და ველობილიკს აერთიანებს. გეგმაშია სასტუმროს, ვილების, სპას, ღია და დახურული აუზების და სასადილო სივრცეების მოწყობა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!