საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილას, ყაზბეგში 2017 წლიდან 23 ადამიანზე გათვლილი 7 კოტეჯისგან შემდგარი სასტუმრო შეიქმნა, რომლის შექმნის იდეამ გაამართლა და დიდი მოთხოვნაც გამოიწვია.
თუ გსურთ კეთილმოწყობილი ეზო, ყაზბეგის, ყუროსა და ქაბარჯინას მთებზე შთამბეჭდავი ხედების ხილვა, მაშინ “Kazbegi Cottages “სწორედ ის ადგილია, რომელსაც ეძებთ.
“Kazbegi Cottages“- ში მისულებს დაგხვდებათ ეზოში მოწყობილი ჰამაკები/ სკამები/მაგიდები, კოცონის დასანთები ადგილი, მაყალი, საბავშვო ზონა, გარე სამზარეულო, გარე კინო თეატრი, რომლითაც შეძლებთ განტვირთვასა და დასვენებას.
„ჩვენი კოტეჯები გამორჩეულია იმითაც, რომ განცალკევებულია ერთმანეთისგან, სულ არის 7 კოტეჯი, თითოეულში თავსდება 2-4 ადამიანი და საერთო ჯამში შეგვიძლია 23 ადამიანამდე მიღება.
სასიამოვნო სიახლე გვაქვს, მათთვის ვისაც, ბუნებასთან ახლოს, სიმშვიდესა და ჰარმონიაში სურთ განტვირთვა, „Kazbegi Cottages“ იწყებს წვეულებების გამართვას, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება და საინტერესო იქნება კოტეჯისა და ყაზბეგის სტუმრებისთვის. ასე გვსურს უფრო გავახალისოთ აქაურობა და უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კოტეჯები.
ჩვენი ეზო, ძალიან კარგი საშუალებაა რელაქსაციისთვის, მზის აბაზანის მისაღებად, სხვა დამსვენებლებთან კომუნიკაციისთვის, კულტურის გაცვლისთვის გარე სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას, ბავშვების გასართობად საბავშვო ზონაში და ა.შ.“ – აცხადებს „Kazbegi Cottages“ – ის მფლობელი, ნინო ნადირაძე
„Kazbegi Cottages“ – ის ინტერიერი გადაწვეტილია თანამედროვე სტილში, სადაც დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო, მყუდრო, ინდივიდუალური კოტეჯები აივნით, სუფთა და ნათელი ოთახები.
„Kazbegi Cottages“ – დაისვენე, განიტვირთე და ისიამოვნე სრულყოფილად!