ხაშურში 4 მარტს კინოთეატრი „ივერია სინემა” ამოქმედდა, რომელიც Cavea Cinemas-სთან თანამშრომლობს და ფილმებს მათგან ყიდულობს. კინოთეატრი დღეში რამდენიმე სეანსს უჩვენებს.
„კინოთეატრი ორშაბათს გაიხსნა და ყველა სეანსი ბავშვებითაა სავსე. ჩვენ, Cavea cinemas-სთან ვთანამშრომლობთ და ფილმებს მათგან ვყიდულობთ. რაც შეეხება ფასებს, თბილისთან შედარებით, სეანსებს ნახევარ ფასად ვყიდით,“ – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
კინოთეატრის გახსნა ხაშურში, ჯერ კიდევ 2021 წელს იყო დაანონსებული. მასში ბიზნესმენს დაახლოებით $2 მლნ-ს მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.