უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

ხორცის ალტერნატივა ქარხნების გამონაბოლქვისგან შეიქმნა

0
გაზიარება

Air Meat ერთ-ერთია იმ პროდუქტებიდან, რომელსაც ხორცის გემო ნამდვილი ხორცის გამოყენების გარეშე აქვს… მას მიკრობებით ქმნიან, რომლებიც გადამუშავებულ ნახშირორჟანგს ცილებად აქცევს. თუმცა ახალი პროდუქტი აქაც განსხვავებულია იმით, რომ იგი არა ატმოსფეროდან მიღებულ CO2-ს, არამედ ქარხნების გამონაბოლქვს იყენებს.

საინტერესოა ისიც, რომ ეს „ხორცი“ იმავე პროცესისა და პრინციპის გამოყენებით იქმნება, რომელიც NASA-მ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში კოსმოსური მოგზაურობისთვის ნახშირორჟანგის საკვებად გარდაქმნისთვის გამოიყენა. პროცესი მარტივად შეგვიძლია აღვწეროთ — მიკრობები, რომლებიც ნახშირორჟანგად გადაიქცევა, ბიორეაქტორებში იზრდება და შემდეგ წყალსა და ენერგიას უერთდება. მისგან წარმოქმნილი ცილა იწმინდება და შრება, რათა „ცილების ფქვილი“ შეიქმნას. მიღებულ მასას კი სპეციალური ინგრედიენტები და არომატები ხორცის გემოს მისაღებად ემატება, იქნება ეს ქათმის ხორცი, ღორის თუ ზღვის პროდუქტები.

ასევე, ბიორეაქტორები მზისა და ქარის ენერგიით, წყალბადითა და ჟანგბადით იკვებება. ამასთან, თქვენ არ კლავთ ცხოველებს, რაც მის არსებობას მეტად გამართლებულსაც ხდის. 

Air Meat-ის შემქმნელებს კი სურთ, პროდუქტი მალე მიუახლოვდეს ხორცის იმ ვარიანტს, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ

წყარო : მარკეტერი

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!