დღის სიახლეებივაჭრობის სფერომომსახურების სფეროსილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

“კირკე” – ნატურალური ხელნაკეთი საპნების და კოსმეტიკის მომზადება

0
გაზიარება

“ყოველთვის მქონდა ნოსტალგია იმ წლებისა, როცა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობდი ძველ, საბჭოთა სტილის აფთიაქის ექსტემპორალურ განყოფილებაში. იქ მიღებული გამოცდილებით წლებია ვამზადებდი სახის მოვლის საშუალებებს. როცა დაინგრა ძველი სისტემა, მეც ახალი ტიპის ფარმაცევტულ კომპანიაში ვიმუშავე 20 წელი. წლებმა გამოცდილება დამიგროვა ამ მიმართულებით და გამიჩნდა სურვილი ჩემი საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებისა. სამსახურიდან წამოვედი და დავიწყე ახალი შემართებით საინტერესო საქმე. დავინტერესდი ნატურალური საპნის მომზადებითაც. ვეძებდი, ვკითხულობდი, ვსწავლობდი… მერე გაბედულება, თავდაჯერებულობა მოვიდა. პირველი საპონი 4 წლის წინ მოვამზადე. მას შემდეგ მოვდივარ ამ საქმის სიყვარულით. ზაფხულობით დავდივარ, ვეძებ, ვაგროვებ საჭირო სამკურნალო მცენარეებს. მოვძებნე ძველი რეცეპტების გაცრეცილი რვეული, სადაც ორგანულ რეცეპტებს “ეძინათ”. მოვძებნე და ოი… ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე..” – წერს კომპანიის დამფუძნებელი თავხელიძე ნანა


მის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულება აქვს:


1. ორგანული, ხელნაკეთი საპნების დამზადება ნულიდან.


2. ორგანული კოსმეტიკის დამზადება.


ნატურალური საპნების მიმართულებით აქვს ყოველდღიური მოხმარების სახის, ტანის, თმის(შამპუნი-საპნები) დასაბანი მყარი და თხევადი საპნები. ამზადებს სამკურნალო დანიშნულებით შემდეგ საპნებს: კუპრის, გოგირდის, ნახშირის საპნებს. ცოტა ძნელია, მაგრამ ცდილობს, ნედლეული გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების. მოძებნა და აქტიურად იყენებს:


1. ქართული წარმოების აბრეშუმის კოკონს (შამპუნი-საპნებში, ბავშვის და სახის დასაბან საპნებში).


2. „ნუკრიანის ლავანდა“-ს პროდუქტებს: ლავანდის ეთერზეთს, ლავანდის, შალფეის და უსუპის ჰიდროლატებს. ისინი ჩემი კოსმეტიკის აუცილებელი კომპონენტებია.


3. „ქართული ზეთისხილი“-ს ზეთს- თითქმის ყველა საპნის შემადგენლობაშია.


4. „მწვანე ბუმბო“-ს წარმოების დაფნისა და ევკალიპტის ეთერზეთებსა და ჰიდროლატებს(სამკურნალო საპნებში და კოსმეტიკაში აქტიური კომპონენტებია).


5. „შატო ზეგაანი“-ს რქაწითელის ყურძნის წიპწის ზეთი, სკრაბი, ფქვილი, სანთელი, ფუზი- ეს ნედლეული აუცილებელია ჩემი კოსმეტიკური კრემების, სკრაბების, სახის ნიღბების.. დაამზადებლად. მადლობა ამისათვის კომპანია „შატო ზეგაანი“-ს.


6. ვირის ფერმების „სახე-დარი“-სა და „ვირლანდია“-ს რძეზე დამზადებულ საპნებსა და კოსმეტიკას დიდი მოწონება და დაინტერესება აქვს. ეს მიმართულება „კარგად დავიწყებული ძველია“. კლეოპატრას სილამაზე საიდუმლო აღარაა! ის ვირის რძეს ყოველდღიურად მოიხმარდა სხეულისა და სახის სილამაზისა და ახალგაზრდობისათვის. ანტისაკობრივი კომპონენტებით მდიდარი ვირის რძისაგან ვამზადებ საპნებს(ალოე და ვირის რძე, შოკოლადი და ვირის რძე, ნახშირი და ვირის რძე, ლავანდა ვირის რძით, შამპუნი საპნები ვირის რძით, კალენდულას საპონი ვირის რძით..) კოსმეტიკურ კრემებში ჯერ-ჯერობით მაქვს ვირის რძით დამზადებული 5 პროდუქტი: დღის ანტიასაკობრივი კრემი, მკვებავი კრემი, ხელის კრემი, ტანის კრემი და კრემი გაუხეშებული ქუსლებისათვის.

May be an image of outdoors


მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება უბიძგებს, საშუალებას აძლევს ახალი პროდუქტების შექმნაზე იფიქროს. აქტიურად ამზადებს და ცდი სატესტო ვერსიებს. ჰყავს ერთგული მომხმარებლებიც, რომლებიც  სიახლის და კარგის მოლოდინში არიან. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის  და სჯერა, რომ თავისი ბრენდი,  პროდუქტები ქალბატონებს სილამაზეს და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!