თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით სიმწვანისა და სიმშვიდის სრული ნაზავი „Kisi Garden • კისი გარდენ“, მდებარეობს, სადაც კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები გელოდებათ.
სასტუმრო „კისი გარდენი“ სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობთ : 130 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, რომელიც სტუმრებს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც დიდი ყურადღება გასტრონომიას ექცევა, რადგან სტუმრისთვის რეალურ შთაბეჭდილებას ღვინის, კულტურისა და გემოების სინთეზი ქმნის.
კომპანიას საკუთრებაში მთავარ სიამაყეს მუზეუმის სტატუსის მქონე ვენახი წარმოადგენს, რომელიც თითქმის 2 ჰა-ზე გაშენებული და იშვიათი ჯიშის ყურძნის მრავალსახეობას მოიცავს, მწიფობა ივნისიდან იწყება, რთველის ხანგრძლივობა კი 5 თვეს გრძელდება, ამასთანავე ამ ულამაზეს გარემოში შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა როგორიცაა ქორწილი, ხელის თხოვნა და მრავალი სხვა.
კავკასიონის შესანიშნავი ხედების ფონზე „Kisi Garden • კისი გარდენ“, გთავაზობთ:
- საფეხმავლო ტური
- საცხენოსნო ტური
- ველოტური
- კულინარიული მასტერკლასები
- რთველი
- ღვინის დეგუსტაცია
- ტრანსფერით უზრუნველყოფა
- ექსკურსიების დაგეგმვა
სასტუმროს ტერიტორიის ძირითადი ღირსება კი სიმწვანით შემოფარგლული გარემო და სუფთა ჰაერია. ამასთანავე:
- ღია საცურაო აუზი
- საზაფხულო ბარი
- მარანი
- ბოსტანი
- მინი ვენახი
კომპანია მზადაა უმასპინძლოს როგორც უცხოელ ასევე ქართველ დამსვენებელს.
„კისი გარდენი“ – ადგილი, სადაც პრიორიტეტს სტუმრის კონფორტი წარმოადგენს.