სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარებიდღის სიახლეებიმთავარი ამბები

“კოდალა” – ეკომეგობრული სათამაშოები პატარებისთვის

0
გაზიარება

“კოდალა” სოციალური საწარმოა, რომელიც ხუთ წელზე მეტია, რაც ხის ეკომეგობრულ სათამაშოებს ქმნის. მრავალფეროვანი კოლექციები ძირითადად ხის,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიცავს, მათ შორის  ასაწყობ სათამაშოებს, რომლებიც  ბავშვის წარმოსახვის და  მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს. ვიზუალურად სათამაშო ფიგურები ინარჩუნებს გამოკვეთილ ხის ტექსტურას. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავების თხელი ფენით და ლაქით, რომელიც ასევე  სრულიად  უვნებელია და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს. წარმოებაში გამოიყენება საქართველოში დამზადებული ნატურალური ხის მასალა, უმეტესად  კი – წიფელი.

No photo description available.

პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, მათ შორის არის ასაწყობი სამაგიდო თამაშები, განმავითარებელი, მექანიკური და ფიგურული ხის სათამაშოები. “კოდალას” პროდუქცია საქართველოში, საბავშვო სათამაშოების მაღაზიების რამდენიმე წამყვან ქსელშია განთავსებული. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ შექმნილი ნაკეთობები  ექსპორტზეც გადის. 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!