2023 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 310.6 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაცია ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 17.3 მლნ ლარით გაიზარდა. 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 293.3 მლნ ლარი იყო.
სებ-ის 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 49.3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში 23.2 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 5.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 42.2 მლნ ლარი იყო.