2023 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 252.8 მლნ ლარი შეადგინა, ეს წინა თვესთან შედარებით 15.2 მლნ ლარით მეტია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან კი 98.6 მლნ ლარით. 2023 წლის მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 237.6 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლის ივნისში კი 154.2 მლნ ლარს.
2023 წლის 6 თვეში კომერციულმა ბანკებმა მთლიანად 1.258 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 770.5 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 566.8 მლნ ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 482 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, 2023 წლის ივნისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა – 7.5 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 64.7 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 66.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.