„უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 ათას ლარზე მეტი შემოსავალია საჭირო,“ – ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) გამოკვლევის შედეგები.
“თბილისში ვინც ცხოვრობს, ამბობენ, რომ ყოველთვიურად 4 000 ლარზე მეტი სჭირდებათ კომფორტულად ცხოვრებისთვის, ხოლო სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა უმეტესობა აცხადებს, რომ თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ,”- აღნუშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.