პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები.
კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.