დღის სიახლეებიგანათლებაპროფესიული განათლებასაინტერესო სიახლეებიუმაღლესი განათლება

კონკურენციის სააგენტომ “ევროპის უნივერსიტეტი’’ 15 000 ლარით დააჯარიმა

0
გაზიარება

კონკურენციის ეროვნული სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ შეუტყობინებლობის გამო, “ევროპის უნივერსიტეტი’’ დააჯარიმა. საკითხი ეხება მიმდინარე წლის აპრილში „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შეძენას. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას საჭიროებდა.

“შესაბამისად, „ევროპის უნივერსიტეტს“ 15 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა დაევალა.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 4 221 კონცენტრაციაა რეგისტრირებული. სააგენტომ, 2022 წლის იანვარ-მაისში თანხმობა 2 კონცენტრაციაზე (შერწყმა) გასცა. ერთი საკითხი სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი – სამშენებლო სექტორს ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!