დღის სიახლეებისიახლეები

Koru – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იალქნიანი იახტა ზღვაში გავიდა

0
გაზიარება

59 წლის მილიარდერ ჯეფ ბეზოსის სუპერიახტა, Koru, კოდური სახელწოდებით Y721, ჩრდილოეთის ზღვაში გავიდა. 127 მეტრ სიგრძის სუპერიახტა 500 მლნ დოლარის ღირებულებისაა,Koru-ის ექსპლუატაცია წელიწადში, დაახლოებით, 25 მლნ დოლარი დაჯდება. გემს 40-კაციანი ეკიპაჟი ეყოლება და 18 სტუმრის მიღებას შეძლებს. იახტა ალუმინისგან და ფოლადისგან არის დამზადებული. მას სამი გემბანი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთზე საცურაო აუზი არის განთავსებული.

სუპერიახტის თანმხლები 75-მეტრიანი დამხმარე გემი იქნება, რომელზეც ვერტმფრენის მოედანი, მანქანები, ჰიდროციკლები, სწრაფი კატერები და ბეზოსის პირადი წყალქვეშა ნავიც კი განთავსდება.

გასულ წელს მილიარდერის ჯერ კიდევ დაუმთავრებელმა იახტამ წინააღმდეგობა მას შემდეგ გამოიწვია, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების ხელისუფლებას ისტორიული კონინგსჰევენის ხიდის დემონტაჟი მოუწევდა, რადგან ხიდის 40-მეტრიანი ფოლადის კონსტრუქცია იახტის 70 მეტრ სიმაღლის საიალქნე ანძებს ვერ გაატერებდა. მილიარდერის იახტა ნიდერლანდების ალბლასერდამში მდებარე გემთმშენებელ ვერფ Oceanco-ზე შენდებოდა, ხოლო თავდაპირველი ვარიანტით, ის ოკეანეში შესასველელად როტერდამში უნდა ჩასულიყო და კონინგსჰევენის ხიდის ქვეშ გაევლო. ამ მიზნით 1927 წელს აშენებული ხიდის ცენტრალური ნაწილის დემონტაჟი იგეგმებოდა. თუმცა საბოლოოდ იახტის ბუქსირება ანძების გარეშე გადაწყდა და მან გრძელი მარშრუტი გაიარა, რომ როტერდამის ცენტრისთვის და კონინგსჰევენის ხიდისთვის გვერდი აევლო.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!