დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

კრიპტობირჟაზე ფასები მკვეთრად ეცემა

0
გაზიარება

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათში თითქმის 11.9%-ით შემცირდა და ამჟამად 865.15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასევე იაფდება Bitcoin-იც, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოს ღირებულება ბოლო დღე-ღამეში 10%-ზე მეტით დაეცა და 17,834 დოლარამდე ღირს, რაც თითქმის 2-წლიანი მინიმუმია.

კრიპტობაზარზე მერყეობა ახალი ამბავი არაა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა Binance-ის მიერ მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის შეძენასთანაა დაკავშირებული. Binance-მა კონკურენტის და გაკოტრების პირას მყოფი FTX-ის შეძენა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.

სიახლე იმის შესახებ, რომ FTX ვეღარ ახერხებდა ვალდებულებების დაფარვას და მომხმარებლების მომსახურებას, რასაკვირველია, უარყოფითად აისახა ინვესტორების განწყობაზე და 24 საათში FTX-ის მონეტა 70%-ით შემცირდა.

Bitcoin-თან ერთად იკლებს თითქმის ყველა წამყვანი კრიპტოვალუტის ფასიც.

10 უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასის ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:

  1. Bitcoin-ის ფასი 7 დღის განმავლობაში 12.85%-ით შემცირდა. ერთი ბიტკოინის ფასი მოცემულ მომენტში 17,834 დოლარია.
  2. Ethereum-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 21.84%-ით დაეცა. დღეს ერთი Ethereum 1,204 დოლარი ღირს.
  3. Tether 7 დღეში მცირედით, 0.12%-ით გაიაფდა და 1 დოლარი ღირს.
  4. BNB-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 5.23% -ით შემცირდა. ერთი BNB 302 დოლარი ღირს.
  5. USD Coin-ის ფასმა პირიქით, 0.08%-ით მოიმატა ერთი კვირის განმავლობაში და ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით, ასევე 1 დოლარი ღირს.
  6. მცირედით, 0.10%-ით გაიზარდა Binance USD-ის ღირებულებაც 7 დღის განმავლობაში და ერთი Binance USD დღეს 1 დოლარი ღირს.
  7. XRP-ის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში 16.76%-ით შემცირდა. ერთი XRP დღეს 0.3735 დოლარი ღირს.
  8. Cardano ADA-ის ფასი ბოლო 7 დღეში 8.17%-ით შემცირდა და დღეის მონაცემებით, 0.3609 დოლარი ღირს.
  9. Dogecoin-ის ღირებულებამ მკვეთრად, 7 დღეში 31.87%-ით იკლო. ერთი Dogecoin 0.08831 დოლარი ღირს.
  10. მეათე ადგილზეა Polygon, რომლის ღირებულებაც ბოლო 7 დღეში 10.99%-ით შემცირდა. ერთი Polygon-ის ღირებულება კი 0.9427დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!