Lady’s Accessories – შვიდი თვის წინ წამოწყებული სტარტაპი, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა მომხმარებლის გაბედნიერება. Facebook გვერდის მეშვეობით, თქვენ იხილავთ სხვადასხვა დიზაინის გულსაბნევებს, საყურეებს, თმის სამაგრებსა და მანქანის აქსესუარებს, რომელიც სასურველი ფორმისა და ზომისაა.
გვერდსა და გამოფენებზე შესაძლებელია თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის და საკუთარი თავისთვის გამორჩეული დიზაინის გულსაბნევებისა და თმის სამაგრების შეძენა, დახარჯული ფულით კი უამრავ ადამიანს გამოჯანმრთელებასა და გაბედნიერებაში დაეხმარებით. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების დახმარებით უკრაინელი ბავშვების დარდის გასაქარვებლად კომპანიამ მცირე წვლილი შეიტანა.
გამორჩეული აქსესუარების გვერდი მომავალში აუდიტორიას ჰპირდება, რომ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი, დახვეწილი და განახლებული იქნება და შეიქმნება ახალი და საინტერესო კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებს და მათში ისევ ისეთ დადებით და პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს.