ეროვნული ბანკის ოქტომბრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ლარში გაცემული სესხები აგვისტოში გაიაფდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაძვირდა.
„აგვისტოში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 13.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით 16.1%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 8.6%-მდე გაიზარდა.
აგვისტოში იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.6 პპ-ით შემცირდა და 13.4% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით 9.0%-მდე შემცირდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.4 პპ-ით 7.4%-მდე გაიზარდა.
აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.9%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 63.9%-ს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.4 პპ-ით 29.1%-მდე შემცირდა.
აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 46.0 მლნ ლარით გაიზარდა და 479.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 43.9% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული,“- აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.