საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიმომსახურების სფეროსიახლეები

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ “ბორჯომის” პრობლემების მოგვარებაზე

0
გაზიარება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა კომპანია “ბორჯომის” პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, რადგან მას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წარმოება აქვს. კომპანიამ კი, თავის მხრივ თანამშრომლების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

მისი თქმით, “ბორჯომთან” დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე. 

“გვაქვს კომუნიკაცია მარეგულირებლებთან, რომლებმაც სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. ვსწავლობთ იურიდიულ პროცესს, ვმონაწილებთ სხვადასხვა მხარესთან, რათა ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომელიც შემდგომში კომპანიას ფუნქციონირებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნაა, რომ ამ ეტაპზე გარკვეული დეტალები არ გამჟღავნდეს. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ პრობლემების მოსაგვარებლად ვმუშაობთ. კომპანიამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს თანამშრომლების შესანარჩუნებლად. ვფიქრობთ, ჩვენს ამ სურვილს “ბორჯომი” გაითვალისწინებს. ჩვენ მართლა მოწადინებულები ვართ, ხელი შევუწყოთ “ბორჯომს”, რომ მომავალში სრულფასოვანი ოპერირება გააგრძელოს”, – აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ  IDS ბორჯომში დასაქმებულებმა ადმინისტრაციისგან შეთაზებულ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პროტესტი გამართეს. ბორჯომთან დაკავშირებუკლ საკითხს მთავრობაც გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა მუშაობს და საზოგადოებას მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეატყობინებს.

IDS ბორჯომის მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ამის გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია. კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!