დღის სიახლეებისიახლეები

ლიეტუვაში დასაქმებულებისთვის ხუთდღიანი სასწავლო შვებულება დაწესდა

0
გაზიარება

მომავალი წლიდან ლიეტუვაში დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, თვითგანათლებისთვის ხუთდღიანი შვებულებით ისარგებლონ – ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს.

სასწავლო შვებულების უფლების დაწესებას სეიმის 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 3, ხოლო პარლამენტის 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულებს, რომლებიც თვითგანათლების მეთოდით სწავლობენ, წელიწადში ხუთ სამუშაო დღემდე შვებულება მიეცემათ. ასეთი შვებულება დამსაქმებლის ინფორმირებიდან არაუგვიანეს ოცი სამუშაო დღის შემდეგ გაიცემა. შრომის კოდექსი,ითვალისწინებს, რომ თვითგანათლებით დაკავებულ თანამშრომლებს ანაზღაურებადი სასწავლო შვებულება არ მიეცემათ, თუკი ეს კოლექტიური ხელშეკრულებით ან მხარეთა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული.

შრომის კოდექსში ასეთი ცვლილებები ლიეტუველებს სწავლის შესაძლებლობას მთელი ცხოვრების მანძილზე აძლევს. მოქმედი შრომის კოდექსით, სასწავლო შვებულება მხოლოდ ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მოსამზადებლად გაიცემა.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!