წელს პირველად, Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ზე კონცერტი გაიმართება.
არენის ეზოში ფრანგული დისკო-პოპ ბენდის, L’Imperatrice-ის კონცერტი 15 აგვისტოს გაიმართება. როგორც Black Sea Arena-ის წარმომადგენელი აცხადებს, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული დღე ელოდებათ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს კონცერტის გარეშე არ ჩაევლო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთგვარი ექსპერიმენტული კონცერტი გაგვეკეთებინა და ამისთვის Black Sea Arena-ის ეზო გამოგვეყენებინა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის კონცერტები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს არენის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება ღონისძიებას, L’Imperatrice უკვე ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ ბენდად, მათი მუსიკა კი მსოფლიოს უდიდეს ფესტივალებზე ჟღერს და ღია სივრცეს ძალიან უხდება“, – აცხადებს Black Sea Arena-ის წარმომადგენელი.