განათლებაპარტნირებისიახლეებიტრენინგ ცენტრები

Linguistic Lab – მიიღე ხარისხიანი განათლება

0
გაზიარება

ქალაქ რუსთავში 1 წლის წინ საგანმანათლებლო სივრცე Linguistic Lab  გაიხსნა, რომელიც ორიენტირებულია შეგიქმნათ კომფორტული გარემო და მოგცეთ სათანადო ცოდნა იმ მიმართულებით, რასაც აირჩევთ.

Linguistic Lab ნებისმიერი ასაკისა და განათლების საფეხურზე მყოფ ადამიანს იწვევს უცხო ენებისა და სხვადასხვა საგნის შესასწავლად. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც სასკოლო, ისე პროფესიონალურად დაეუფლოთ უცხო ენებს : ინგლისურს, რუსულს, იტალიურს, გერმანულს და ა.შ. გარდა ამისა, ისწავლება ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიც არის ხატვა, ძერწვა, ქარგვა და ქსოვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ Linguistic Lab  დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომელთაგან თითოეულს აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. Linguistic Lab-ის მოსწავლეებთა შორის არა მხოლოდ ქართველი და ადგილობრივი, არამედ უცხოელი მოსწავლეებიც ხშირად არიან. დისტანციური სწავლებით ხარისხიან განათლებას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან : აშშ, გერმანია, ავსტრია, იტალია, კვიპროსი, ისრაელი და ა.შ.

„ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ნამდვილად პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული. უცხოური ენების თითოეულ მასწავლებელს აქვს გამოცდილება ამ უცხოენოვან ქვეყანაში ცხოვრებისა და შესაბამისად მათი უნარები არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დამყარებული. ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი ამჟამადაც სწავლობს უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. რაც მთავარია, თითოეული მათგანი მზადაა სიახლეებისთვის სწავლების სფეროში. „ – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს Linguistic Lab  -ის დირექტორმა  მაკა გუნაშვილმა.

მიზანი, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრს თავიდანვე ჰქონდა დასახული მიღწეულია და სამომავლოდ გაფართოება და საგნების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება იგეგმება.

ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს შეისწავლოს ზემოთ ჩამოთვლილი საგნები და გაიღრმავოს განათლების დონე დაუკავშირდით Linguistic Lab-ს ნომერზე : 595 30 03 05

 

მსგავსი სიახლეები

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!