2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის ლიმონიც მოხვდა. საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, თანხობრივად აღემატება. გასულ წელს 7 თვეში საქართველომ 2 206 ტონა პროდუქტში 994.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, შარშან 1 კგ იმპორტირებული ლიმონის ფასი 45 ცენტი იყო, წელს 70 ცენტია (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე).
წელს იმპორტირებული პროდუქტის 65% თურქეთზე მოდის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა მოჰყვება 22%-ით.
2024 წელს, იანვარ-ივლისში ლიმონი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- თურქეთი – 1 347 ტონა (522.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 39 ცენტი;
- სამხრეთი აფრიკა – 456.8 ტონა (396.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 87 ცენტი;
- ნიდერლანდები – 154.2 ტონა (448.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 2.9 აშშ დოლარი;
- ეგვიპტე – 103.7 ტონა (76.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 74 ცენტი.
მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა პერუდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და ჩინეთიდან.
ინფორმაციისთვის: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე.