ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა-ინფორმაცია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO LN) აქციები დაიხურა 51.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.79% წინა კვირასთან შედარებით და +39.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 283 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.50 – 51.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG LN) აქციები დაიხურა 33.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.27% წინა კვირასთან შედარებით და +15.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 161 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.40 – 33.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.45% წინა კვირასთან შედარებით და +12.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 173 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.14 – 12.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.