ნაყინის ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია „ლუკა პოლარემ“ ბრენდის ინდუსტრიული ხაზის განვითარების მიზნით, დაფასოებული ნაყინის ჰიპერმარკეტების ქსელში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას სიახლის შესახებ BM.Ge არვცელებს.
„ლუკა პოლარეს“ ნაყინის შეძენა მომხმარებელს „გუდვილის“ ქსელის ჰიპერმარკეტებში უკვე შეუძლიათ. აღსანიშნია, რომ კომპანიამ დაფასოებული ნაყინის წარმოება გასულ წელს დაიწყო და მის რეალიზებას მხოლოდ საკუთარ ქსელში ახორციელებდა.
ბრენდის ინდუსტრიული ხაზის განვითარების მიზნით, მათ დაფასოებულ ნაყინზე დიდი მოთხოვნის განთვალისწინებით, მიმდინარე წელს ექსკლუზიური თანამშრომლობა „გუდვილის“ ქსელთან გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „ლუკა პოლარეს“ შეფუთული ნაყინები თბილისსა და ბათუმში ქსელის 4 ჰიპერმარკეტში იქნება წარმოდგენილი.