გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტმა „ლურჯი ოკეანე“ დაიწყო ახალი პროექტი „ბიზნეს შეხვედრების ციკლი“, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიური ღონისძიებების ჩატარებასა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტის სადისკუსიოდ გაერთიანებას.
პირველი ღონისძიების მოწვეული სპიკერი იქნება საშა კაცმანი, რომელიც ისაუბრებს ლიდერობაზე და აღნიშნულ თემაზე აუდიტორიას საინტერესო მოსაზრებებს გაუზიარებს. შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს 19:00 საათზე ბიზნეს სასტუმრო „მეტაში“ (მისამართი: ალექსიძის 12, შენობა – King David).
პროექტი 6 თვე გაგრძელდება და სხვადასხვა თემატიკას მოიცავს. მისი მთავარი იდეაა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესო შეხვედრების ორგანიზება, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება.