სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.7 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 251.8 ლარს შეადგენდა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.6 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში საარსებო მინიმუმი 245.1 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-5 თვეში 224.7 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის აპრილში – 223.1 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისში – 217 ლარი იყო.