2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.
2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის (30.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.
2024 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა ქვეყნიდან:
- რუსეთის ფედერაცია – 52,997 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 46,666 აშშ დოლარი
- აშშ – 44,763 აშშ დოლარი
- ისრაელი – 21,095 აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 20,960 აშშ დოლარი
- გერმანია – 20,146 აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 11,810 აშშ დოლარი
- თურქეთი – 8,239 აშშ დოლარი
- ესპანეთი – 5,651 აშშ დოლარი
- ირლანდია – 5,125 აშშ დოლარი
მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.