დღის სიახლეებიესთეტიკასიახლეები

მასაჟის სახეობები, უპირატესობები და საჭიროებები – საინტერესო რჩევები ფიქრია კუკავასგან

0
გაზიარება

მასაჟი ბერძნული სიტყვაა და ,,ზელვას’’/,,სრესას’’ ნიშნავს. იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის. 10 ათასი წლის წინანდელი ქვის ნემსის აღმოჩენამ წერტილოვანი (აკუპუნქტურა) მასაჟის არსებობა დაადასტურა, ხოლო ხელით მასაჟის ისტორია – კიდევ უფრო ძველია.

მასაჟის 5 მთავარი უპირატესობა:

  1. რელაქსაცია და სტრესის შემსუბუქება;
  2. კუნთების დაძაბულობა და ტკივილის შემსუბუქება;
  3. გაუმჯობესებული ცირკულაცია;
  4. გაძლიერებული მოქნილობა და მოძრაობის დიაპაზონი;
  5. გონებრივი და ემოციური კეთილდღეობა;

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ფიზიოთერაპევტი, სამკურნალო და სპა მასაჟის სპეციალისტი, ფიქრია კუკავა 7 წლიანი გამოცდილებით GeobusinessNesw.com- თან მასაჟის მნიშვნელობაზე, უპირატესობებსა და საჭიროებებზე საუბრობს

„მასაჟი ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს, ის იწვევს მოქმედ და სარეზერვო კაპილარების გაფართოებას, ასევე შინაგანი ორგანოების სისხლის უხვად მომარაგებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც აქტიურდება ამ ორგანოებისა და ქსოვილებისადმი ჟანგბადისა და საკვების გაძლიერებული მიწოდება და მათი ფუნქციონირების გაუმჯობესება.

მასაჟი ასევე აქტიურად გამოიყენება:  სტრესის მოხსნისთვის, ტკივილის შესამცირებლად, კუნთების დაძაბულობის განმუხტვისთვის-რომელიც აძლიერებს და აცოცხლებს რეფლექსებს, აუმჯობესებს კანის ტროფიკას.

მასაჟი ხელს უწყობს: კუნთის შრომისუნარიანობის ამაღლებას, ახდენს კანზე მრავალმხრივ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, ასუფთავებს ეპიდერმისის გარქოვანებული ზედაპირული უჯრედებისგან, აუმჯობესებს საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას, ააქტიურებს ლიმფის მიმოქცევას, აცხრობს ვენურ შეშუპებებს და ამაღლებს კუნთოვან ტონუსს.

რელაქს მასაჟი:  სიტყვა რელაქსი სხეულის მოდუნებას და განტვირთვას ნიშნავს, ეს არის პროფესიული მასაჟის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც ეფექტურად იძლევა სხეულის დასვენების საშუალებას, კურნავს სტრესს, ემოციურ შფოთვას, კუნთების დაძაბულობას და უნებლიედ გავლენას ახდენს ფსიქო -ემოციურ მდგომარეობაზე. რელაქს მასაჟი- პროცედურა, რომელიც მიზანმიმართულად ხსნის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ სტრესს, ასევე აბალანსებს ნერვულ სისტემას და ადუნებს დაჭიმულ კუნთებს

გამაჯანსაღებელი მასაჟი:  სხეულის განკურნების საშუალებაა, ფიზიკური და რეფლექსური ეფექტების მეთოდებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ზონაზე განხორციელებულ დაჭერას, ვიბრაციას, ხერხვას. პროცედურა გადაჭარბებული დაღლილობის ან დატვირთვისას აღმოცენებულ დაავადებათა საპროფელაქტიკოა.

ანტიცელულიტური მასაჟი – ცელულიტისგან გათავისუფლებისა და  სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პრობლემურ ზონებზე კეთდება და რომლის ეფექტიც საკმაოდ დიდია -აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს და კანი მეტად ელასტიური ხდება, კანს ეხმარება ცხიმის დაკარგვაში. მასაჟის შედეგად მცირდება ცელულიტი და მისგან გამოწვეული პრობლემები. ასევე, მცირდება ფორთოხლისებური კანის ეფექტი, უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, მკვრივდება და ტენიანდება კანი, კუნთი მოდის ტონუსში. საბოლოოდ, ანტიცელულიტური მასაჟი ატონიზირებს კანს და ახდენს სხეულის კორექციას.

სახის მასაჟი –  ყოველთვის მოვლილი და მკვრივი, რომ იყოს აუცილებელია მისი სწორად მოვლა. მოვლის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია-მასაჟი. გარდა იმისა, რომ ეს არის შესანიშნავი პრევენციული მეთოდი, მასაჟი ასევე აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს სილამაზის აღდგენას. მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს: ლიმფური დინების გააქტიურებასა და ქსოვილისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში, ამავდროულად უმნიშვნელოვანესია, რომ არ მოხდეს კანის ნაზი ზედაპირის გაწელვა, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე. მასაჟის ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს უკუჩვენებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი მდგომარეობას გაამწვავებს.

მასაჟის ფიზიოლოგიური ცვლილებები კანზე:

  • კანი სუფთავდება ეპიდერმისის რქოვანასა, უცხო ნაწილაკებისა (მტვერი და სხვ.) და მიკრობებისგან;
  • უმჯობესდება ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციები;
  • აქტიურდება კანი, ლიმფა და სისხლის მიმოქცევა;
  • ძლიერდება სისხლის მომარაგება და შესაბამისად, უმჯობესდება მისი კვება – მშრალი, უფერო კანი ვარდისფერი, ხავერდოვანი ხდება;
  • ძლიერდება კანისა და კუნთების ტონუსი, რაც კანს გლუვს, მკვრივს, პლასტიურსა და ელასტიურს ხდის.
  • მასაჟის მოქმედება კანქვეშა-ცხიმოვან ფენაზე
  • ცხიმოვან ქსოვილზე მასაჟი ლოკალურად კეთდება;
  • ამაღლებს რა გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, აძლიერებს ცხიმის გამოყოფას ცხიმოვან დეპოდან, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, რომლებიც, დიდი რაოდენობით არის ცხიმოვან უჯრედში;
  • გასახდომი მასაჟი ხანგრძლივ პროცედურას წარმოადგენს

მასაჟის ზემოქმედება კუნთებსა და სახსრებზე:

  • ელასტიურობას უბრუნებს კუნთებს, უფრო ნელა ვითარდება კუნთის ატროფია (დაპატარავება) და მცირდება უკვე დაწყებული ჰიპოტროფია (გადაგვარება, ფუნქციური უკმარობა);
  • გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის მერე კუნთს ემატემა შრომისუნარიანობა;
  • ხანმოკლე მასაჟის შემდეგაც კი (3-5 წუთი) სწრაფად აღდგება დაღლილი კუნთის ფუნქცია, ვიდრე მაშინ, როდესაც 20-30 წუთის განმავლობაში დასვენებულია;
  • კარგად მოქმედებს სახსრებზე- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ნერვული სისტემა პირველი აღიქვამს მასაჟს იმდენად რამდენადაც კანში დიდი რაოდენობით არის ნერვული დაბოლოებები;

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!