დღის სიახლეებისიახლეები

Mattel-მა დაუნის სინდრომით პირველი თოჯინა წარადგინა

0
გაზიარება

ბაზარზე დაუნის სინდრომით Barbie-ის პირველი თოჯინა სათამაშო Barbie-ის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Mattel-მა წარადგინა.ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Barbie დაუნის სინდრომით დაეხმარება „ბევრ ბავშვს, იპოვოს სათამაშო, რომელიც მას ჰგავს და წარმოადგენს,“ რომ ყველა ბავშვმა შეძლოს, „Barbie-ში საკუთარი თავი ამოიცნოს.“ ახალი თოჯინის შესაქმნელად Mattel აშშ-ის დაუნის სინდრომის ეროვნულ საზოგადოებასთან (NDSS) და სამედიცინო საზოგადოებასთან თანამშრომლობდა. ექსპერტებთან ერთად კომპანიამ წარადგინა სათამაშო, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ქალების ფიზიკურ აღნაგობას გადმოსცემს.

თითოეული ასეთი Barbie ატარებს გულსაკიდს, რომელიც 21-ე ქრომოსომის სამი ასლის სიმბოლოა. სწორედ ეს თანდაყოლილი გენეტიკური ანომალია იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში 47-ე ქრომოსომას.

„ჩვენ გვჯერა, რომ ბარბის თოჯინები უნდა ასახავდეს იმას, რასაც გოგოები მათ გარშემო ყოველდღე ხედავენ. ეს მეტად მნიშვნელოვანია. თოჯინების ახალი ხაზი გოგონებს აჩვენებს, რომ მსოფლიოში სილამაზეზე განსხვავებული წარმოდგენები არსებობს და სილამაზის ერთი სტანდარტი არ არსებობს. რაც უფრო მრავალფეროვანია ჩვენი თოჯინები, მით უკეთესია. ამ გზით გოგონები და ზოგადად ბავშვები შეძლებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მათთან,“ – აცხადებს კომპანიის ვიცეპრეზიდენტი, ლიზა მაკნაიტი.

Mattel-მა ინკლუზიური თოჯინების წარმოება 2020 წელს დაიწყო. გასული წლის მაისში კომპანიამ თავისი ინკლუზიური ხაზის, Fashionista-ს ფარგლებში დააანონსა პირველი Barbie თოჯინის გამოშვება სმენის აპარატით. სათამაშოს შემუშავებაში საგანმანათლებლო აუდიოლოგიის სპეციალისტმა, დოქტორ იან რიჩარდსონმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!