McDonald’s-ი ყაზახეთში ყველა რესტორნის მუშაობას ადგილობრივი მიწოდების შეფერხების გამო აჩერებს.რესტორნების გახსნის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
ყაზახეთში McDonald’s-ი ექვს წელზე მეტია მუშაობს და ალმათიში, ასტანაში, ატირაუში, აქტობეში, კოსტანაიში, ყარაგანდაში 24 რესტორანს მართავს, სადაც, დაახლოებით, 2000 თანამშრომელი მუშაობს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ McDonald’s-ყაზახეთს, რომელსაც კომპანია Food Solutions KZ წარმოადგენს, ქვეყნის ბიუჯეტში 3 მლრდ ტენგეზე (6 541 979 დოლარზე) მეტი გადასახადი აქვს გადახდილი და „აქტიურად მონაწილეობს ქველმოქმედებაში, რომლის დროსაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 80 მლნ ტენგეზე (174 493 დოლარზე) მეტი გაიღო“.
ივლისის დასაწყისში ქსელის რესტორნებმა ყაზახეთში ერთხელ უკვე შეაჩერეს მომსახურება „ფისკალური მონაცემების ოპერატორის ტექნიკური პრობლემების გამო.“ მაშინ Nur.kz წერდა, რომ სოციალურ ქსელებში შეკვეთის მიწოდებასა რესტორნებში მოხვედრის შეუძლებლობის შესახებ საჩივრები 5 ივლისის ღამეს გამოჩნდა. თუმცა ქსელის რესტორნებმა მუშაობა იმავე დღეს განაახლა.