ქუჩაში სიარულისას, ყოველდღიურად, შეუძლებელია არ გადააწყდეთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებსაც არსებობისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ. საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი კატებისა და ძაღლების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, რაც საკმაოდ პრობლემური თემაა.
მეამას გუნდი აცნობიერებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური საკითხების გადაჭრის მნიშვნელობას და მოწადინებულია მათ გადაწყვეტაში ქმედითი წვლილი შეიტანოს.
სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია “Animal Project”-თან და ერთობლივი ძალებით, აუმჯობესებენ მიუსაფარი კატებისა და ძაღლების საარსებო პირობებს, უზრუნველყოფენ მათ მკურნალობას.
ამ აქტივობას მეამას subscribe-ის თანხის ნაწილი ეთმობა, რაც მთლიანობაში მრავალი ცხოველის რეალობას ცვლის!
მეამა გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაფსულის პროდუქციას 2019 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის, ბრენდის პროდუქცია 30 კაფსულის სახეობას აერთიანებს მათ შორისაა: კაფსულის არომატიანი და specialty ყავა, სხვადასხვა გემოს ჩაი, თურქული და მარცვლოვანი ყავა. მეამას საქმიანობის იდეა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის და წარმოების გარდა, ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას გულისხმობს, კაფსულის ინდუსტრიაში.