სტარტაპებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

მედიალაბის სტარაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ იწყება

0
გაზიარება

ციფრული მედიის სფეროში ინოვაციური ბიზნესიდეების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, კომუნიკაციების კომისიის „მედიალაბმა“ სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ მეოთხედ გამოაცხადა. მედიალაბის მიზანი პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა.

კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო სტარტაპიდეები გამოვლინდება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგებს გაივლიან. შერჩეულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები გლობალურ ბაზარზე გასატანად მოამზადონ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტები იდეების მიხედვით შეირჩევიან, გაივლიან ინტენსიურ მომზადებას და პროექტებს ჟიურის წევრებს წარუდგენენ. „იდეადრომის“ საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. „იდეადრომზე“ რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 მაისია. შერჩეულ ხუთ გუნდს 23-დან 27 მაისამდე პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდება.

კონკურსში მონაწილეობისთვის ორ-სამ კაციანმა გუნდებმა უნდა მოამზადონ ვიდეოპრეზენტაცია, სადაც არსებული გლობალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენენ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებენ, შემდეგ თემებს უნდა მოიცავდეს: ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება, საგანმანათლებლო `„გეიმინგი“, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა ან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

შერჩეული გუნდები „მედიალაბში“ ერთი კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სტარტაპ იდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა. ყველა ტრენინგი პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რაც სტარტაპერებს მისცემს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა ადგილზე აქციონ რეალურ გამოცდილებად.

კონკურსი „იდეადრომი“ წარმატებით უკვე სამჯერ ჩატარდა. ეს არის კონკურსი სტარტაპერებისთვის, სტარტაპიდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე. „იდეადრომის“ გამარჯვებულებმა წარმატებას უკვე მიაღწიეს. კონკურსის მონაწილე გუნდებიდან სოციალურმა ქსელმა, Bubbler-მა, არიზონის შტატის უნივერსიტეტი დააინტერესა და პროდუქტი სატესტო რეჟიმში სწორედ იქ გაუშვა. დამატებით, პროექტმა GITA-ს 15 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. Side Mision-მა მცირე დაფინანსება მოიპოვა პროდუქტის განვითარებისთვის. FeedbacKit-ი პოლონეთში გაემგზავრა საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, კიდევ ერთმა გუნდმა „იდეადრომზე“ წარდგენილ სტარტაპზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ სხვა საქმე წამოიწყო და ბაზარზე მათი პროდუქტი უკვე იყიდება.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!