RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ, კანონი გამკაცრდება, რაც სხვადასხვა ტიპის სანქციებს გაითვალისწინებს

0
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ, კანონი გამკაცრდება, რაც სხვადასხვა ტიპის სანქციებს გაითვალისწინებს.

„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, კანონში შეგვაქვს გამკაცრებაც, რომელიც შეეხება დამრღვევების სხვადასხვა ტიპის სანქციებს. სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ“-განაცხადა აზარაშვილმა.

რეფერენტული ფასების საკითხზე ქვეყნების შერჩევასთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ ახლა მიმდინარეობს ქვეყნების განსაზღვრა.

„4 ან 5 ქვეყანა გვექნება, საიდანაც ფასებს განვსაზღვრავთ. ეს ქვეყნები არის ეკონომიკების, მოსახლეობის რაოდენობის და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ეს არ არის ჩვენი მოგონილი კრიტერიუმები, გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს რეფერენტული ფასები დანერგეს. ზუსტად იმ გამოცდილებას ვითვალისწინებთ და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით მივყვებით. ამ ქვეყნების არჩევის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ 4 ან 5 ქვეყანა იქნება მაქსიმუმ“ – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!