დღის სიახლეებიRSS კატეგორიავაჭრობის სფერომარკეტინგი და გაყიდვებიმეღვინეობაქართული წარმოება

„მენაბდის მარანმა“ ბელგიაში ექსპორტზე ღვინის პირველი პარტია გაიტანა

0
გაზიარება

გურული ღვინის მწარმოებელმა „მენაბდის მარანმა“ ბელგიაში ექსპორტზე ჩხავერის ღვინის პირველი – საცდელი პარტია გაიტანა.

„მენაბდის მარანის“ ღვინოები პრემიუმ კლასს მიეკუთვნება და საქართველოში ის მაღალ საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. ღვინის მაღაზიებში მისი ღირებულება 70 ლარია. მარნის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე

ამბობს, რომ ჩხავერის ღვინო ბელგიაში სწორედ ამ ფასად გაიგზავნა, თუმცა მომავალში საექსპორტო ღირებულება მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება.

„პირველ ეტაპზე ექსპორტზე ჩხავერის რამდენიმე ასეული ბოთლი გავგზავნეთ. შევხედავთ როგორი მოთხოვნა იქნება. ამის შემდეგ კი სხვა ბაზრების მიმართულებით გააქტიურებასაც ვგეგმავთ“, – ამბობს ვახუშტი მენამდე და დასძენს, რომ ექსპორტის შემდგომ ბაზრებად ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს, თუმცა ამერიკის და იაპონიის ბაზარიც აინტერესებს.

ვახუშტი მენაბდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში აგროტურისტულ ობიექტ „მენაბდის მარანს“ მართავს. ამასთან ის საკუთარი და მეგობარი ფერმერებიდან მიღებული მაღალი ხარისხის ყურძნისგან, ღვინოს 2017 წლიდან აწარმოებს. მეურნეობის ხელმძღვანელისთვის გურული ღვინის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზებას მნიშვნელოვანია, ამიტომ „მენაბდის მარნის“ ღვინო მხოლოდ ექსპორტზე არ იქნება ორიენტირებული.

„ზოგიერთი მეღვინე, მით უფრო მცირე მეწარმეები, ღვინის ექსპორტზე არიან მიმართულნი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში გურული ღვინო მცირე რაოდენობითაა და მისი ცნობადობაც ნაკლებია, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით მისი პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად. ამისთვის თუ დღემდე „მენაბდის მარნის“ ქვევრის ღვინის შეძენა მხოლოდ „მენაბდის მარნის“ აგროტურისტულ ობიექტში შეიძლებოდა, დღეს ის ქართულ ბაზარზე მოქმედ ღვინის მაღაზიებში – „ღვინის ბიბლიოთეკაში“, „ღვინის ვაჭრებში“, „კოლექციონერში“ და „ღვინის ბირჟაზეც“ არის წარმოდგენილი.

დღეს შემოქმედში მოქმედი მცირე მარანი წელიწადში ჩხავერის და ცოლიკაურის 1 500-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, თუმცა ვახუშტი მენაბდეს მეურნეობის გაფართოების გეგმა აქვს, რომელიც ღვინის წარმოების მოცულობების გაზრდას მოიცავს.

„ჩვენ ბუნებრივ ღვინოებს ვაწარმოებთ და მისი დამზადების პროცესში არ ვერევით, რაც დამატებითი საფუარის დამატებას ან სხვა საშუალებებს გულისხმობს. ძირითადად აქცენტი ბუნებრივ ღვინოებზე გვაქს გაკეთებული, თუმცა ზოგჯერ გვაქვს გადახვევებიც და ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ამ ღვინოებში ჩვენი ინტერვენციაცაა. დღეს ჩხავერს და ცოლიკაურს ვასხამთ, სულ მალე კი საკმიელას ჯიშის ყურძნის ღვინის წარმოებასაც დავიწყებთ. ამისთვის საკუთარი ვენახიც გავაშენეთ და მოსავალსაც დაველოდებით.

გვინდა, მეურნეობის გაფართოება, სტანდარტიზება და ხარისხის დაჭერა. შევხედავთ როგორ იმუშავებს სასტუმრო, ღვინის გაყიდვები და დაახლოებით 2 თვეში გაფართოების გეგმებზეც ჩამოვყალიბდებით“.
წყარო bm.ge

მსგავსი სიახლეები

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!