საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
2023 წლის სრული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველომ 32.624 მლნ დოლარის ღირებულების ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტონაწილები იყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 34.1%-ით მეტია, მაშინ ქვეყანაში 24.325 მლნ დოლარის მეორადი ავტონაწილები შემოვიდა.
5 ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები შემოვიდა, არის:
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 8.308 მლნ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო – 5.934 მლნ დოლარი
- გერმანია – 5.438 მლნ დოლარი
- ბულგარეთი – 3.056 მლნ დოლარი
- იაპონია – 2.405 მლნ დოლარი