გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისთვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების წარმოებაზე მასობრივად გადასვლის წინ ავტომწარმოებელი საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს და საწარმოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირება სურს.
კომპანიის განცხადებით, ბრენდი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასასვლელად მიმდინარე ათწლეულის დასასრულისთვის მზად იქნება. გამოყოფილი ინვესტიციებით პირველი გერმანული საწარმოს მოდერნიზება იგეგმება. ამავე საწარმოში კომპანია 2024 წლისთვის ახალი პლატფორმის გამოშვებაზე მუშაობს. თუმცა, ამ ქარხანაში წარმოებული მოდელების რაოდენობა 7-დან 4-მდე შემცირდება.
სულ მცირე რამდენიმე მილიარდი დოლარი გერმანიაში მდებარე სამ საწარმოში სამღებრო სისტემების მოდერნიზებისთვის დაიხარჯება. მოდერნიზაციის მთავარი მიზანი წყლისა და ენერგიის მოხმარებისა და სამღებრო სისტემების მიერ გაზის მოხმარების შემცირებაა.