საესტრადო თეატრალური სტუდია “მერლი” 2018 წელს დაფუძნდა ქალაქ ქუთაისში და პოპულარობაც მალევე მოიხვეჭა. სტუდიის აღსაზრდელები ეუფლებიან სიმღერის სწორად შესწავლას, მეტყველების კულტურას, სასცენო მოძრაობებს, მსახიობის ოსტატობას, არტისტიზმს. აქტიურ მონაწილეობას იღებენ ფესტივალებში, კონკურსებზე, სატელევიზიო გადაცემებსა და კონცერტებში.
2022 წელს დიდი მოთხოვნის შესაბამისად “მერლი”-ს ფილიალიც დაფუძნდა და დიდი გეგმებიც დაისახა მიზნად. სტუდია “მერლი”-ს გუნდი შედგება მსახიობების, მომღერლებისა და მუსიკოსებისაგან. სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მსახიობი ჯანეტ ქობულაძე გახლავთ. პედაგოგები, ცნობილი მომღერალი, მიმი ჯავახიშვილი, უნიჭიერესი მუსიკოსი, მედეა ჭეიშვილი და ასევე ცნობილი მუსიკოსი, ტატო ადეიშვილი, რომელიც “მერლი”-ს ფილიალის თანადამფუძნებელიც გახლავთ. “მერლი” მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა და ბევრ სიახლეს პირდება გულშემატკივრებსა და თაყვანისმცემლებს.