მსახიობ მერილინ მონროს პორტრეტი Christieʼs აუქციონზე 195 მილიონ დოლარად გაიყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი და აუქციონზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშისთვის რეკორდული ფასია.
ტილო 1960-იან წლებში ცნობილმა მხატვარმა ენდი უორჰოლმა შექმნა. პორტრეტს „ცისფერი მერილინი“ ჰქვია. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ლოტი დაახლოებით 200-მილიონ დოლარდ გაიყიდებოდა.