ტანსაცმლის დიზაინიდღის სიახლეებიინტერიერის დიზაინისაინტერესო სიახლეებისიახლეებისტარტაპები

“მფრინავი ასი” – კიდევ ერთი ქართული საბავშვო ბრენდი

0
გაზიარება

ბავშვთა საფეიქრო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი სექტორია მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში კიდევ ერთი საბავშო სამოსის ბრენდი “მფრინავი ასისი” დაფუძნდა. პროექტში საჭირო ინვესტიცია ოთხი დამფუძნებლის მიერ პირადი სახსრებით განხორციელდა.
“მფრინავი ასი-ს” თანადამფუძნებელი ნუცა ქისტაური ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ბრენდი ქმნის ორი ტიპის პროდუქტს, ესენია: მანტიები და წინდები. მანტიების შემთვევაში, ძირითადი მასალა და ნედლეული უცხოეთიდან შემოაქვთ, ხოლო პროდუქციის წარმოების ციკლი სრულად საქართველოში ხდება. წინდების შემთხვევაში კი ადგილობრივ ბაზარზე ისეთი კომპანია მოიძიეს, რომელსაც OEKO-TEX STANDARD 100-ის სერთიფიკატი ჰქონდა მინიჭებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტში არანაირი ქიმიური ნივთიერებები და დანამატები არ შედის.

„2020 წლის ზაფხულში, დაგვებადა იდეა ბავშვთა ხაზი შეგვექმნა, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ბაზარზე არა მხოლოდ მისი კონცეფციით და დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხით. ამის შემდეგ საკმაოდ ბევრ კვლევას გავეცანით და თავადაც ჩავატარეთ მცირე გამოკითხვები აღნიშნული სფეროს საფუძვლიანად შესწავლის მიზნით. ვიზუალურ მხარესთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხი შეგვეთავაზებინა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნებოდა გამყარებული. კერძოდ მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც ბავშვთა საფეიქრო ინდუსტრიაში დანერგილ ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებდა და ამავდროულად დამზადებული იქნებოდა ისეთი მასალებისგან, რომლებსაც მინიჭებული ექნებოდათ გლობალური ორგანული ტექსტილის სტანდარტის ოფიციალური სერთიფიკატი ე.წ. GOTS CERTIFICATE. შესაბამისად, წარმოების ციკლიც სწორედ ამ გამოწვევის მიხედვით ავაწყვეთ.” – განმარტა ქისტაურმა.

„მფრინავი ასი-ს” პროდუქცია პრემიუმ კატეგორიის ბრენდია. მანტიების სარეალიზაციო ფასი 260 ლარს შეადგენს, ხოლო წინდების ღირებულება 35 ლარია.

“ბრენდის შექმნის პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი იყო წარმოებული პროდუქციის 60% ექსპორტზე გაგვეტანა, ბრენდის ხასიათიც და საფასო სეგმენტიც ჩვენი საერთაშორისო კონკურენტების ანალიზზეა დაყრდნობილი. პირველ ეტაპზე, ჩვენთვის პრიორიტეტული საექსპორტო ქვეყნების ნუსხაში არის: საფრანგეთი, ლუქსემბურგი, იტალია და ბელგია, ვინაიდან ამ ეტაპზე უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებში არსებული კონცეპტუალური პლათფორმებიდან.

ივნისის თვეში „მფრინავი ასი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ საერთაშორისო თრეიდ შოუში იღებს მონაწილეობას და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მყიდველებისგან, ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდი იქნება. რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით ბრენდი “მფრინავი ასის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენივე ვებ-გვერდის საშუალებით, ამავდროულად ახლო მომავალში თბილისში არსებულ ორ კონცეპტუალურ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი.” – აღნიშნა ბრენდის თანადამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!