2018 წელს Xbox Adaptive Controller-ის დანერგვის შემდეგ, Microsoft-მა მეტი დრო დაუთმო ინოვაციებზე მუშაობას, რომლებსაც ყველა მომხმარებლისთვის მოაქვს სარგებელი. ახლა კი კომპანიამ ოფიციალურად გახსნა თავისი ახალი ინკლუზიური ტექნიკური ლაბორატორია, სადაც ინჟინრები სპეციალურად სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე მორგებულ გაჯეტებს შეისწავლიან და განავითარებენ.
ახალ აპარატურასთან ერთად, ბრენდი წარმოგიდგენთ ადაპტაციური აქსესუარების კოლექციას მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უჭირთ ტრადიციული მაუსის და კლავიატურის გამოყენება. ამ ადაპტირებადი, ადვილად გამოსაყენებელი სისტემით, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნაა შესაძლებელი — ეს კი მეტ პროდუქტიულობასა და ეფექტურობას გულისხმობს.
Microsoft-ის ადაპტიურ მაუსს გააჩნია ადაპტირებადი ინსტრუმენტები გააჩნია, ისევე, როგორც ცალკე ცერა თითისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა. გარდა ამისა, დიზაინერებმა მარჯვენა ხელიდან მარცხენაზე გადასვლის საჭიროებაც გაითვალისწინეს და მაუსს შესაბამისი მოწყობილობა დაურთეს.
ასევე, კომპანიამ შექმნა Microsoft Adaptive Hub, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტრადიციული კლავიატურები გარდაქმნან — ცენტრალური ჰაბით და ღილაკებით. თითოეულ ჰაბს შეუძლია, მაიკროსოფტის ოთხ ადაპტირებულ ღილაკს დაუკავშირდეს და დამხმარე ტექნოლოგიის გადამრთველებთან და ღილაკების სხვადასხვა გაფართოებასთან ერთად იმუშაოს… მათ შორისაა D-pad ჯოისტიკი.