დღის სიახლეებისიახლეები

„მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა

0
გაზიარება

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა, რომლის სრულად დაფარვა 2024 წლის 13 დეკემბერს მოხდება.

„მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფასიანი ქაღალდების წლიური ფიქსირებული განაკვეთის მოცულობა TIBR3M + 450 bps (3 თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 450 საბაზისო პუნქტი) შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ობლიგაციების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდა, დარიცხული პროცენტი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან.

კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის B+ დონით განისაზღვრა.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალისა“ და “გალტ & თაგარტისთვის” რიგით 1-ლი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.

ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

„ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე კომპანიამ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2020 წელს Scope Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი, B+ სტაბილურიც მოიპოვა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წელს ობლიგაციების გამოშვება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეინარჩუნა B+ რეიტინგი და Galt & Taggart-თან ერთად წარმატებით მოახერხა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების მიღწევა. 15 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიით შევძლებთ უზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩანაცვლებას და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციას. მოხარულები ვართ, რომ მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“ – განაცხადა „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ფინანსურმა დირექტორმა, თათია ჯაჯანაშვილმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას რიგით პირველი წარმატებული განთავსება. ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!