სტუდენტებმა, გიორგი მაჭავარიანმა და საბა სახვაძემ, გადაწყვიტეს, რომ ღვინის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შეცვლის დრო იყო და ქილის ღვინო – „მივინო“ შექმნეს. სამიზნე სეგმენტად, 18-დან 40 წლამდე ადამიანები განსაზღვრეს, რადგან „ისინი ყველაზე პოზიტიურად აღიქვამენ ინოვაციებს, მარტივად იღებენ სიახლეებს და მოიხმარენ მას…“
მივინო არის ერთ-ერთი ინოვაციური და წარმატებული ქართული სტარტაპი, რომლის ანალოგიც არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც რთულად მოიძებნება.
იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს ღვინის დალევა ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ყოფილიყო ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში და ამისთვის ღვინო გადაიტანეს ქილაში.
“მივინო” არა მხოლოდ ვიზუალით გემოთიც გამოირჩევა და დამფუძნებლებს დიდი გეგმები აქვთ მისი პოპულარიზაციისთვის.