გაყიდვების აღრიცხვა უკვე მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები,გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები და რაც მთავარია, პროგრამა შეგიძლიათ იქირავოთ თვეში 40 ლარიდან, რომლის გაყიდვის მოდული თავსებადია android-ის და ios ოპერაციულ სისტემებთან. ინსტალაცია უფასოა, არ საჭიროებს ტექნიკურ დახმარებას. ქლაუდ ტექნოლოგიების მეშვეობით, სერვერზე შენახული მონაცემები დაცული და ხელმისაწვდომია 24/7-ზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ირთვება offline რეჟიმი. მონაცემები ინახება და კავშირის აღდგენის მერე იტვირთება სერვერზე სამუშაო პროცესის შეფერხების გარეშე.
მენეჯერული მართვა შესაძლებელია ვებ ინტერფეისის საშუალებით. კერძოდ, შესყიდვების და სხვა სასაქონლო ოპერაციების განხორციელება, RS-თან ინტეგრაცია, სტატისტიკის და ანალიტიკური მონაცემების კონტროლი. მობილურის გარდა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას პლანშეტი.
ახალი პროდუქტი რეალურად დაეხმარება მცირე და საშუალო სავაჭრო ბიზნესების მფლობელებს ხარჯების და მართვის პროცესების ოპტიმიზაციაში.