საინტერესო სიახლეებისაზოგადოებასიახლეებიფინანსები

მოიმატებს თუ არა ზეთის ფასი ივნისში

0
გაზიარება

რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნია, რომ რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდებოდა. ივნისში კი 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-აპრილი – 16.8 მლნ დოლარი, 11 831 ტონა).

BM.GE დაინტერესდა რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი. ამ კითხვებით ზეთის იმპორტიორ კომპანია „ალფას“ დირექტორს ირაკლი ციხისთავს მივმართეთ, რომელიც ამბობს, რომ ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, – ამბობს იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!